ნიკო თათულაშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერის მრჩევლად დაინიშნა

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად ნიკო თათულაშვილი დაინიშნა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ნიკო თათულაშვილს განათლება მიღებული აქვს ესექსის, ლუნდის, ცენტრალური ევროპის, ბერნის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებში.
მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ადმინისტრაციის უფროსის პოზიციაზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორების აპარატში საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში სხვადასხვა დროს იკავებდა საერთაშორისო ურთიერთობების, პროექტების მართვისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის უფროსისა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის პოზიციას.
ასევე ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპულ ქსელში იყო ფინანსური კომიტეტის თავმჯდომარე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები