დიდ დიღომში მიტოვებული შენობა დაიწვა

თბილისში, დიდ დიღომში ძველ ნაგებობას ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.

არსებული ინფორმაციით, ხანძარი მიტოვებულ შენობაში გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები.

როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები