რატი ბრეგაძე: სრულად ვიზიარებ იმ განცხადების შინაარსს, რომელიც პარტიის ხელმძღვანელობამ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით გააკეთა

“როგორც მოგეხსენებათ, პრეზიდენტის ინსტიტუტი არის ზეპარტიული და შესაბამისად, ის ვერცერთ პოლიტიკურ პარტიას ვერ დაუპირისპირდება”, – ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტების კითხვას, დაუპირისპირდა თუ არა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გუშინდელი განცხადებით მმართველ პარტიას.

მისივე თქმით, როგორც პარტიის წევრი, ის სრულად იზიარებს იმ განცხადების შინაარსს, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით გააკეთა.

„რაც შეეხება განცხადებას, რომელშიც საუბარი იყო შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით, მოგახსენებთ, რომ პარტიის ხელმძღვანელობამ გააკეთა ძალიან დეტალური განცხადება, რომელსაც სრულად ვიზიარებ. მე, როგორც პარტიის წევრი სრულად ვიზიარებ იმ განცხადების შინაარსს, რომელიც პარტიის ხელმძღვანელობამ გააკეთა“, – განაცხადა ბრეგაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმების დოკუმენტმა თავისი პირველადი დანიშნულება შეასრულა – პოლიტიკური კრიზისი დაასრულა, სტაბილურობა გამყარდა, მრავალპარტიული პარლამენტი შედგა და პოლიტიკურმა პროცესებმა ქუჩიდან პარლამენტში გადაინაცვლა.

მისივე თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები