ირაკლი კობახიძე: ცესკო კომპეტენტური კადრებით შეივსო, რომელთაც შეუძლიათ, თვითმმართველობის არჩევნები სათანადოდ ჩაატარონ

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ცესკო კომპეტენტური კადრებით შეივსო, რომელთაც შეუძლიათ, თვითმმართველობის არჩევნები სათანადოდ ჩაატარონ.

კობახიძის აზრით, თვითმმართველობის არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდება.

„ცესკო კომპეტენტური კადრებით შეივსო, რომელთაც შეუძლიათ, თვითმმართველობის არჩევნები სათანადოდ ჩაატარონ. ცესკო იქნება 17 წევრით დაკომპლექტებული, სადაც ოპოზიციას რვა წარმომადგენელი ეყოლება. ყველას შეუძლია, არჩევნებს დააკვირდეს. 31 ოქტომბრის არჩევნები შევისწავლეთ და ვნახეთ, რომ სისტემურ პრობლემებს ადგილი არ ჰქონია. ყველას შეუძლია, თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდეს. მგონია, რომ მას შემდეგ, რაც 19 აპრილის შეთანხმების ანულირება მოხდა, თვითმმართველობის არჩევნები ბევრად უფრო მშვიდ ვითარებაში ჩატარდება, ვიდრე წინა შემთხვევაში, როცა ოპოზიცია მაქსიმალურად ცდილობდა, ვითარების პოლარიზებას“, – განაცხადა კობახიძემ.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ექვსი თვით გიორგი კალანდრიშვილი უხელმძღვანელებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები