გია ვოლსკი: იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს მოაწერს შარლ მიშელის დოკუმენტს, კიდევ ერთი დასტური იქნება იმის, რად ღირს ეს დოკუმენტი მათთვის

 

იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს მოაწერს შარლ მიშელის დოკუმენტს, კიდევ ერთი დასტური იქნება იმის, რად ღირს ეს დოკუმენტი მათთვის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ცარიელი ფურცელია და მანიპულაციის საშუალება.

„იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს მოაწერს ამ დოკუმენტს, კიდევ ერთი დასტური იქნება იმის, რად ღირს ეს დოკუმენტი მათთვის. ეს არაფერი არ არის, ცარიელი ფურცელია და მანიპულაციის საშუალება. ხან ხელს აწერენ, ხან ხელს არ აწერენ. მაგრამ მთავარი საკითხებია, მაგალითად საარჩევნო კოდექსი და სასამართლო რეფორმა, არათუ მონაწილეობას არ იღებდნენ არასდროს ამ თემაში, ან თემის გამოყენება დესტაბილიზაციისთვის ჩვეულებრივ ამბად იქცა. ხელმოწერით ან ხელის მოწერის გარეშე არ იცვლება არსი პოლიტიკური ძალის. ესენი არიან დესტრუქციული, დესტაბილიზაციის მომხრე კონკრეტული ადამიანები კონკრეტული მიზნით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები