ირაკლი კობახიძე: ჩვენი სურვილია, გავიმეოროთ ის შედეგი, რაც პარლამენტის არჩევნებზე გვქონდა

ჩვენი სურვილია, სულ მცირე, გავიმეოროთ ის შედეგი, რაც პარლამენტის არჩევნებზე გვქონდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკის“ ეთერში თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენი სურვილია, სულ მცირე, გავიმეოროთ ის შედეგი, რაც პარლამენტის არჩევნებზე გვქონდა. ამ ოპტიმისტური პროგნოზისთვის ყველანაირი საფუძველი გვაქვს.

შესაბამისად, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ყველა მერის არჩევნების მოგება შეგვიძლია და უმრავლესობა ყველა მუნიციპალურ საკრებულოებში დავაკომპლექტოთ. ამის ყველანაირი რესურსი არსებობს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები