მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 198 მილიონს გადააჭარბა

Doctor wearing highly protective suit and holding globe in her hands. Globe link: https://visibleearth.nasa.gov/images/2181/the-blue-marble/2182w

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 198 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers აქვეყნებს.
სტატისტიკის თანახმად, კოვიდ-19-ს დღემდე მსოფლიოში 4.2 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 178.9 მილიონს აღემატება.
მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 14.8 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი – 35.6 მილიონი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს – 31.6 მილიონი შემთხვევით, ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ხუთეულში არიან ასევე ბრაზილია, რუსეთი და საფრანგეთი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები