გურამ მაჭარაშვილი: არ მგონია, მელიას დედაქალაქის მერობის კანდიდატად ვინმე სერიოზულად აღიქვამდეს ან როგორც პარლამენტის წევრს, სადაც პრაქტიკულად არც მუშაობდა

“არ მგონია, ნიკა მელიას დედაქალაქის მერობის კანდიდატად ვინმე სერიოზულად აღიქვამდეს ან როგორც პარლამენტის წევრს, სადაც პრაქტიკულად არც მუშაობდა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია პოლიტიკურ ლაბირინთშია.

„არ მგონია, ნიკა მელიას დედაქალაქის მერობის კანდიდატად ვინმე სერიოზულად აღიქვამდეს ან როგორც პარლამენტის წევრს, სადაც პრაქტიკულად არც მუშაობდა. ვფიქრობ, ოპოზიცია ჯერ ისევ იმ პოლიტიკურ ლაბირინთშია, სადაც 2020-ის არჩევნების შემდეგ შევიდა. ნიკა მელიამ საზოგადოებას აჩვენა ის, რომ წავიდა სახელმწიფოს წინააღმდეგ და მიიღო შესაბამისი პასუხი. თქვა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა და გადაიხადა. ასევე თქვა, რომ ციხიდან არ გამოვიდოდა და გამოვიდა. თქვა, რომ პარლამენტში არ შემოვიდოდა და შემოვიდა. თქვა, რომ არ იყრიდა კენჭს მერობის კანდიდატად, მაგრამ იყრის და ამის ლოგიკური გაგრძელებაა, რასაც ამის მერე იტყვის, ასევე არ შეასრულებს”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა მელიამ საპარლამენტო მანდატის დატოვების შესახებ გუშინ განაცხადა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები