ზაალ ანჯაფარიძე: საგამოძიებო კომისიის დასკვნა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მიშელის შეთანხმებით დადგენილ 43%-იან ზღურბლს, რომელიც თავის მხრივ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა 2020 წლის არჩევნების ლეგიტიმურობას

საგამოძიებო კომისიის დასკვნა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მიშელის შეთანხმებით დადგენილ 43%-იან ზღურბლს, რომელიც თავის მხრივ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა 2020 წლის არჩევნების ლეგიტიმურობას, – ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, შეთანხმების ანულირება მოხდა არა მისი გაფორმებიდან სიმბოლურ 100-ე დღეს, არამედ სწორედ მაშინ, როდესაც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნა გახდა ცნობილი.

,,კიდევ ერთხელ “ქ/ოცნების” მიერ მიშელის შეთანხმების ანულირებაზე.
1) შეთანხმების ანულირება მოხდა არა მისი გაფორმებიდან სიმბოლურ 100-ე დღეს, როდესაც “ქ/ოცნება” თითქოს დაიღალა დოკუმენტზე ენმ-ს ხელმოწერის უშედეგო ლოდინით, არამედ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნის შემდეგ, რომელმაც დაადგინამ რომ 2020 წლის არჩევნებზე სერიოზულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.

2) კომისიის დასკვნა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მიშელის შეთანხმებით დადგენილ 43%-იან ზღურბლს, რომელიც თავის მხრივ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა 2020 წლის არჩევნების ლეგიტიმურობას და სერიოზულად ურტყამდა “ქ/ოცნების” პოლიტიკურ რეპუტაციას და პოზიციებს ადგილობრივ არჩევნებზე,”- წერს ანჯაფარიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები