ნიკა მელია საპარლამენტო მანდატს ტოვებს

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია საპარლამენტო მანდატს ტოვებს.

დღეს გამართულ ბრიფინგზე მელიამ განაცხადა, რომ გუშინ “ქართულმა ოცნებამ” მიშელის დოკუმენტის ანულირებით დასავლური სივრცე დატოვა.

“გუშინვე ოცნებამ აღიარა რომ ის ბარდება წარსულს. ეს არ ცვლის ჩვენს გეგმებს დღის წესრიგში. გუშინ ოცნებამ დატოვა დასავლური სივრცე და მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად რუსეთი დაასახელა. კიდევ უფრო ნათელი გახდა რა არჩევანის წინაშე დგას ქართველი ერი. ჩვენ შევდივართ ბრძოლაში ამ ქვეყნის გამარჯვებისთვის. არანაირი სიტყვა ბოიკოტთან დაკავშირებით, ეს არის “ქართული ოცნების” ოცნება.

რაც შეეხება პარლამენტს, მე ვტოვებ საპარლამენტო მანდატს და ხელით ტერფამდე ელენესთან ერთად გავდივარ რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად. გუნდის შიგნით მე ვთხოვე მათ, რომ ფორმალურად დარჩნენ პარლამენტში”, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები