თენგიზ ცერცვაძე: საზოგადოების შეკვეთა იყო, რომ მოხსნილიყო ყველა შეზღუდვა და არ ყოფილიყო „ლოქდაუნი“, სახელმწიფო ამაზე წამოვიდა და ახლა უკმაყოფილებას გამოთქვამენ

“საზოგადოების შეკვეთა იყო, რომ მოხსნილიყო ყველა შეზღუდვა და არ ყოფილიყო „ლოქდაუნი“. სახელმწიფო ამაზე წამოვიდა. ახლა ვიღაცები ამასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს.

მისივე თქმით, თუ პირბადესთან დაკავშირებული რეკომენდაცია დაცული იქნება ეპიდსიტუაციის მართვა გამარტივდება.

„საზოგადოების შეკვეთა იყო, რომ მოხსნილიყო ყველა შეზღუდვა და არ ყოფილიყო „ლოქდაუნი“. სახელმწიფო ამაზე წამოვიდა. ახლა ვიღაცები ამასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ, ყველა კმაყოფილი ვერ გეყოლება.

უნდა შესრულდეს ის მინიმალური რეგულაციები რომელიც არის – პირბადე უნდა ატაროთ, თუ მოსახლეობა დახურულ სივრცეებში პირბადეს ატარებს და ღია სივრცეში თავშეყრის ადგილებში, გაჩერებაზე, ტრანსპორტში და ა.შ. გაძლევთ პირობას, რომ ასეთ შემთხვევაში სიტუაცია იქნება მართული”,- განაცხადა ცერცვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები