კელი დეგნანი: საჭიროა გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, მათ შორის, გასაჩივრების პროცესში, რომ მოსახლეობას ჰქონდეს ნდობა არჩევნების შედეგების მიმართ

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრა.

მისი თქმით, საჭიროა გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, მათ შორის, გასაჩივრების პროცესში, რომ მოსახლეობას არჩევნების შედეგების მიმართ ნდობა ჰქონდეს.

„აშკარაა, რომ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. ეს მნიშვნელოვანია პარლამენტისთვის, რათა ფოკუსირება მოახდინოს იმის უზრუნველყოფაზე, რომ ეს არჩევნები ჩატარდება თავისუფლად და სამართლიანად და რომ შემცირდეს პოლარიზაცია. საარჩევნო კომისიების თანამშრომლები უნდა იყვნენ კარგად მომზადებული ახალ ტექნოლოგიებში, რომელიც დაინერგება. მოსახლეობამ ასევე უნდა იცოდეს საარჩევნო სისტემაში სიტუაციის გაუმჯობესების შესახებ. საჭიროა გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, მათ შორის, გასაჩივრების პროცესში, არჩევნების შემდეგ, რომ მოსახლეობას ჰქონდეს ნდობა არჩევნების შედეგების მიმართ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები