“გილოცავთ UNESCO-ს მიერ საქართველოს ეროვნული პარკების აღიარებას”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაშია ნათქვამი.
საელჩოს ცნობით, ელჩმა კელი დეგნანმა საქართველოს ეროვნული პარკების სისტემის განვითარებაში აშშ-ის მთავრობის უწყვეტი მხარდაჭერა აღუთქვა.
“გილოცავთ UNESCO-ს მიერ საქართველოს ეროვნული პარკების აღიარებას!
ცოტა ხნის წინ ელჩმა დეგნანმა ამ საგანძურიდან ერთ-ერთი, კოლხეთის განმაცვიფრებელი ეროვნული პარკი მოინახულა და საქართველოს ეროვნული პარკების სისტემის განვითარებაში აშშ-ის მთავრობის უწყვეტი მხარდაჭერა აღუთქვა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.