პაატა იმნაძე: საქართველოში უკვე იყო ერთი პრეცედენტი, როცა 12 წლის ბავშვი აიცრა

საქართველოში უკვე იყო ერთი პრეცედენტი, როცა 12 წლის ბავშვი აიცრა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ,,ფაიზერის” ახალ ინსტრუქციაში უკვე წერია, რომ 12 წლიდან შესაძლებელია აცრა.

„ფაიზერს“ უწერია თავის ახალ ინსტრუქციაში, რომ 12 წლიდან შესაძლებელია აცრა. ამავე დროს, რამდენიმე ქვეყანამ უკვე მიიღო ეს ოფიციალურად. ჩვენ ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 12 წლიდან დაშვებული იქნება აცრები. როგორც კი ეს იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან, ჩვენთანაც დავწევთ შესაბამის ვაქცინებზე ასაკს. თუმცა, საქართველოში უკვე იყო ერთი პრეცედენტი, როცა 12 წლის ბავშვი აიცრა. ამ ბავშვს სპეციალური ჩვენება ჰქონდა და ამიტომ აიცრა. პერსონალურ ინფორმაციას ვერ გავცემ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები