პაატა იმნაძე: ,,ლოკდაუნი” არ იგეგმება, ახლა არის მართვის სხვა საშუალებები

,,ლოკდაუნი” არ იგეგმება, ახლა არის მართვის სხვა საშუალებები, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გამოვლენილი შემთხვევების თითქმის ნახევარი უკვე ,,დელტა” შტამია.

,,დაახლოებით ნახევარი დღეს შემთხვევების არის უკვე ,,დელტა” შტამით გამოწვეული, მათ შორის, ე.წ ,,დელტა პლუსი”. ,,დელტა პლუსს” აქვს ერთი დამატებითი მუტაცია. რაც არის დღეს დაწესებული რეგულაციები, ისინი უნდა აღსრულდეს, საკმარისი იქნება. არავითარი ,,ლოკდაუნი” არ იგეგმება, იმიტომ, რომ მთელი წლის განმავლობაში იყო საუბარი, რატომ ვართ ,,ლოკდაუნში”, ახლა არის მართვის სხვა საშუალებები,” – განაცხადა იმნაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები