ალუდა ღუდუშაური: საზოგადოებამ იცის, ახლა უკვე იურიდიულად, თუ როგორი უსუსური და მატყუარაა ოპოზიცია – ამაყი ვარ
“მე ვარ ამაყი, რომ კომისიაში ბატონ გივი მიქანაძესთან და ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად, ეს საქმე მივიყვანეთ ბოლომდე და საზოგადოებამ იცის, ახლა უკვე იურიდიულად, თუ როგორი უსუსური და მატყუარაა ოპოზიცია”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაური დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის დასკვნას განიხილავენ.
მისივე თქმით, დადგინდა რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა.
“მე ვარ ამაყი, რომ კომისიაში ბატონ გივი მიქანაძესთან და ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად, ეს საქმე მივიყვანეთ ბოლომდე და საზოგადოებამ იცის, ახლა უკვე იურიდიულად, თუ როგორი უსუსური და მატყუარაა ოპოზიცია. მე ვარ ამაყი, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა გადადგა ისტორიული, მართლაც უპრეცედენტო ნაბიჯი და ოპოზიციას მისცა ისეთი შესაძლებლობა, რომლიც მათ არ გამოიყენეს იმიტომ, რომ იცოდნენ, მათ ტყუილს წერტილი დაესმებოდა. კომისიის ფარგლებში დადგინდა ერთი რამ, რომ დიახ, სამართლიანად ჩატარდა არჩევნები. სამართლიან და კონკურენტულ არჩევნებში მივიდნენ ჩვენი მოქალაქეები და გამოხატეს ნება. ამ ნების საწინააღმდეგოდ, მთელი 6 თვის განმავლობაში წავიდა დესტრუქციული, რადიკალური ოპოზიციის დიდი ნაწილი და უწყობდა საბოტაჟს და დესტრუქციას ჩვენს ქვეყანას. მათ დაიწყეს კომისიისთვის ტალახის სროლა და ჩრდილის მიყენება. ესეც ვერ განახორციელეს იმიტომ, რომ სიმართლე არის ჩვენ მხარეს და სიმართლე არის მწარე. ამის შემდეგ, კიდევ უფრო შორს წავიდნენ და მოითხოვეს კომისიის საქმიანობის შეწყვეტა, იმიტომ, რომ იცოდნენ, კომისია გასცემდა ყველა კითხვას პასუხს და მათი ტყუილი გამოაშკარავდებოდა. დიახ, ეს არის დღეს, როდესაც იურიდიულად დაესვა წერტილი მათ ტყუილსა და სიცრუეს“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.