გახარიას თანაგუნდელს, რომელიც მოსახლეობას ექსპრემიერთან ერთად ხვდებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა

გიორგი გახარიას გუნდის წევრი და პარტია “საქართველოსთვის” აჭარის ორგანიზაციის ერთ-ერთ ლიდერი ალექსანდრე დავითაძე კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაცია დღეს გავრცელდა, თუმცა წინა დღეებში დავითაძე აჭარაში პარტია “საქართველოსთვის” მოსახლეობასთან შეხვედრებზე იმყოფებოდა, მათ შორის გუშინ გამართულ რამდენიმე შეხვედრაზეც. სადაც გიორგი გახარიას გუნდის წევრს პირბადისა და დისტანციის დაცვის გარეშე უამრავ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.
პირბადის გარეშე იმყოფებოდა განათლების სფეროს წარმომადგენლებთან ერთად დახურულ სივრცეში, მეზღვაურებთან შეხვედრისას კი არც დისტანციას იცავდა.

“კვირა” ინფორმაციის გადასამოწმებლად თავად ალეკო დავითაძეს დაუკავშირდა, თუმცა მას შემდეგ რაც გაიგო, რომ ჟურნალისტი ურეკავდა, ტელეფონი გათიშა და ჩვენთან კონტაქტი არ ისურვა. დაკავშირება ვცადეთ პარტიის პრესსამსახურის ხელმძღვანელთან სოფო მდინარაძესთანაც, არც მან უპასუხა ჩვენს სატელეფონო ზარებს.

აჭარის რეგიონის მასშტაბით, გიორგი გახარია მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს, სადაც ადგილობრივებს პარტიის გეგმებსა და პროგრამას აცნობს. ასევე ხსნის ახალ ოფისებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები