ხათუნა სამნიძე: კრიზისის პერიოდში, საგამოძიებო კომისიის შექმნა, სადაც მხოლოდ მმართველი გუნდი იღებს მონაწილეობას, ვერ დადებს დასკვნას, რომელიც საზოგადოების აზრზე იმოქმედებს
პარლამენტის ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე მიიჩნევს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თაობაზე საგამოძიებო კომისიის დასკვნა საზოგადოებრივ აზრს ვერ შეცვლის.
“პოსტ ფაქტუმ, კრიზისის პერიოდში, საგამოძიებო კომისიის შექმნა, სადაც მხოლოდ თავად იღებენ მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ვერ დადებს დასკვნას, რომელიც საზოგადოების აზრზე იმოქმედებს ან რაიმე სანდოობა ექნება. ეს არის ძალიან სამწუხარო”, – აცხადებს სამნიძე.
დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნები ჩატარდა კანონმდებლობის სრული შესაბამისობით და გამოვლენილ მცირე ხარვეზებს არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენა არ ჰქონია.