ბრიუსელში პრემიერის ვიზიტი დასრულდა

  საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტი დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში ბოლო ღონისძიება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა იყო.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კომისიის სხდომაზე ნატოს წევრი ყველა ქვეყნის ელჩებმა საქართველოში მიმდინარე რეფორმები პოზიტიურად შეაფასეს. მისივე თქმით, ანდერს ფოგ რასმუსენმა კმაყოფილება გამოხატა საქართველოში დემოკრატიის იმ ხარისხის გამო, რასაც ქვეყანამ ახალი ხელისუფლების პირობებში მიაღწია.
“ძალიან წარმატებული შეხვედრა მქონდა ჯერ ნატოს გენერალურ მდივანთან და შემდეგ უკვე წარმატებულად ჩატარდა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. მინდა დაგიდასტუროთ, რომ აბსოლუტურად ყველა წევრი ქვეყნის ელჩების მხრიდან ჩვენ მოვისმინეთ მხოლოდ პოზიტიური შეფასებები. ისინი განსაკუთრებით აღნიშნავენ საქართველოს ახალი ხელისუფლების მიღწევებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით და მართლაც, ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ბოლო ერთ წელიწადში მოახერხა განემტკიცებინა დემოკრატია ჩვენს ქვეყანაში და ეს მისასალმებელია. ასევე ჩვენ მოვისმინეთ მათი სრული მხარდაჭერა და პოზიტიური შეფასებები ჩვენი მომავალი ურთიერთობების შესახებ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა გამართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები