სუს-ის სასწავლო ცენტრსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

სუს-ის ინფორმაციით, მემორანდუმი რამდენიმე მიმართულებით თანამშრომლობას, მათ შორის, ერთობლივი სახელმძღვანელოებისა და სხვადასხვა სახის პუბლიკაციების მომზადებას და გამოქვეყნებას, აქტუალურ თემებზე სამუშაო შეხვედრების, სემინარების, კონფერენციების ორგანიზებას და ერთობლივი კვლევების განხორციელების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

“როგორც სასწავლო ცენტრის დირექტორმა, გიორგი ვაშაკიძემ აღნიშნა, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან სხვადასხვა მიმართულებით შემეცნებითი და საგანმანათლებლო კუთხით თანამშრომლობა იგეგმება. ამასთანავე, ეროვნული ბიბლიოთეკა სასწავლო ცენტრს საბიბლიოთეკო სისტემის გამართვის და კატალოგის მომზადების მიმართულებითაც დაეხმარება.

სამომავლოდ, სასწავლო ცენტრი და ეროვნული ბიბლიოთეკა ერთმანეთის სასწავლო და სამეცნიერო-ტექნიკური ბაზებით ისარგებლებენ. ასევე, დაგეგმილია სასწავლო ცენტრისთვის სამეცნიერო ელექტრონული პლატფორმის ,,EBSCO“-ს მონაცემთა ბაზაზე წვდომის უზრუნველყოფა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები