სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ნათლობა მიმდინარეობს
სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ნათლობა მიმდინარეობს.
წელს ნათლობა კოვიდპანდემიის გამო განსხვავებული წესით, სამების ეზოში მიმდინარეობს.
დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1600-მდე ბავშვს მონათლავს. სამების საკათედრო ტაძარში ილია მეორე მიბრძანდება და ნათლულებს დალოცავს.