ალუდა ღუდუშაური: საპარლამენტო დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით შეიქმნა, უაღრესად მნიშვნელოვანი და შრომატევადი საქმიანობა გასწია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, საპარლამენტო დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით შეიქმნა, უაღრესად მნიშვნელოვანი და შრომატევადი საქმიანობა გასწია.

მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან საგამოძიებო კომისიის მუშაობისთვის ბოიკოტის გამოცხადება მიუთითებს, რომ მათ დარღვევებზე არგუმენტები არ ჰქონდათ.

„საპარლამენტო დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით შეიქმნა, უაღრესად მნიშვნელოვანი და შრომატევადი საქმიანობა გასწია, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ დღეს ჩვენ, საქართველოს ჰყავს ცრუპენტელა და მატყუარა ოპოზიცია, რომლის ამ ტყუილებს და ცრუპენტელობას, უკვე იურიდიულად, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დაესვა წერტილი. ეს არის თვალშისაცემია. მათი მხრიდან „უნდობლობა“ და ბოიკოტი, რომელიც გამოუცხადეს და არ მიიღეს მონაწილეობა დროებით საგამოძიებო კომისიაში, ღიად მიუთითებს და მიანიშნებს მხოლოდ ერთ რამეზე, რომ მათ არ ჰქონდათ არგუმენტი იმისა, რომ არჩევნებმა ჩაიარა სერიოზული დარღვევებით, გაყალბების ფონზე. ამიტომ ეს არის უაღრესად წმინდა წყლის სიცრუე, რომლის დადასტურებაც მოხდა ახლა უკვე საგამოძიებო კომისიის ფორმატში და ეს მათ კარგად იცოდნენ. ამიტომ საგამოძიებო კომისიის ფორმატში უარის თქმა განპირობებულია იმით, რომ თავიდანვე იცოდნენ, მათ ტყუილებს ფარდა აეხდებოდა და საზოგადოება დაინახავდა, რა დგას რეალურად ამ უარის უკან“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები