Agile Spirit 2021-ში მონაწილე ამერიკელი სამხედროებისაქართველოში ჩამოვიდნენ

მრავალეროვნული სწავლებისმტკიცე სული 2021“ (Agile Spirit 2021) დაწყებისთვის მზადება გრძელდება. ფოთის პორტშისწავლებაში მონაწილე ამერიკული ტექნიკის მიღების შემდეგ, Agile Spirit 2021-ში მონაწილე ვერტმფრენები და ამერიკელისამხედრო მოსამსახურეები საჰაერო გზით თბილისისსაერთაშორისო აეროპორტში ჩამოვიდნენ.

შავი ქორის ტიპის ვერტმფრენები HH-60 Agile Spirit 2021-შიმონაწილეობის მისაღებად გერმანიიდან, რამშტაინისსამხედრო აეროდრომიდან ჩამოიყვანეს. ვერტმფრენებისწავლების აღსრულების პერიოდში სამედიცინო ევაკუაციისკომპონენტში იქნება ჩართული.

ევროპასა და აფრიკაში აშშის არმიის სარდლობის 1-91-საკავალერიო პოლკის პირადი შემადგენლობა კი, გერმანიისქალაქ ნიურნბერგიდანბოინგ 777“-ის ტიპის თვითმფრინავითთბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამთენიისასჩამოფრინდა. საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალურიშტაბის J-4 ლოჯისტიკის დაგეგმვის დეპარტამენტისგადაადგილების ეროვნულმა საკოორდინაციო ცენტრმა მათიაეროპორტში მიღება და სწავლების რაიონებშისენაკში, ორფოლოსა და ვაზიანში გადაადგილების დაგეგმვა დაკოორდინაცია უზრუნველყო.

სწავლებას საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთისსარდლობა ხელმძღვანელობს და 26 ივლისიდან 6 აგვისტოსჩათვლით იმართება. წვრთნების მიზანს ალიანსის წევრი დაპარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორისურთიერთთავსებადობის ამაღლება, მრავალეროვნულგარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროსოპერატიული შესაძლებლობების დახვეწა და გაძლიერება, მრავალეროვნული მზადყოფნისა და უსაფრთხოების სფეროშითანამშრომლობის განვითარება წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები