ივანე ჩხაიძე: კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის გამო, ბოლო კვირების განმავლობაში განსაკუთრებით მოიმატა იმ ბავშვების რაოდენობამ, რომელთაც სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია
“კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის გამო, ბოლო კვირების განმავლობაში განსაკუთრებით მოიმატა იმ ბავშვების რაოდენობამ, რომელთაც სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია”, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში მეტია კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების რაოდენობა.
„ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ გვყავს პედიატრიული პაციენტები – კორონავირუსის მეორე ტალღასთან შედარებით, როცა ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა გაცილებით მეტი იყო, მაგრამ ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა – გაცილებით ნაკლები. სწორედ კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის გამო, ბოლო კვირების განმავლობაში განსაკუთრებით მოიმატა იმ ბავშვების რაოდენობამ, რომელთაც, დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე, სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში მეტია მძიმე, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების რაოდენობა“, – აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.