პაატა იმნაძე: მახსოვს, მეკითხებოდნენ – ვირუსი რა, ღამე დადის? ხომ გამოჩნდა, რომ დადიოდა თურმე, სანამ შეზღუდვები არსებობდა, ვირუსი ასე არ იყო
“მახსოვს, მეკითხებოდნენ – ვირუსი რა, ღამე დადის? ხომ გამოჩნდა, რომ დადიოდა თურმე, სანამ შეზღუდვები არსებობდა, ვირუსი ასე არ იყო”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ალტერნატიული გზა, პირველ ყოვლისა, არის ვაქცინა და შემდგომ არსებული რეგულაციები.
„შეზღუდვებმა თავისი ეფექტურობა აჩვენა. მე ისიც მახსოვს, აქ რომ მეკითხებოდნენ – ვირუსი რა, ღამე დადის?! ხომ გამოჩნდა, ღამე დადიოდა თურმე, იმიტომ, რომ სანამ შეზღუდვები არსებობდა, ვირუსი ასე არ იყო, ხომ?! აქედან გამომდინარე, ამ შეზღუდვებს აზრი ჰქონდა მაშინ, როცა ჩვენ არ შეგვეძლოო საზოგადოებისათვის შეგვეთავაზებინა, თავდაცვის ალტერნატიული გზები. დღეს ალტერნატიული გზა, პირველ ყოვლისა, არის ვაქცინა და შემდგომ არსებული რეგულაციები. ვაქცინაცია და არსებული რეგულაციების დაცვა ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ შეზღუდვები აღარ დავაწესოთ. ამიტომ დღეს მთავარი უნდა იყოს ის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი რაც შეიძლება დროულად აიცრას. რეგულაციების დაცვა, როგორიც არის თუნდაც დახურულ სივრცეში პირბადის ტარება, რომელიც არის ყველაზე ეფექტური, უნდა გავაგრძელოთ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.