ირაკლი ზარქუა: მელია მაინც აიძულეს, კანდიდატი ყოფილიყო, მისი დამარცხება საბოლოოდ გაფორმდება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ნიკა მელიამ იცის, რომ წაგებულ ომში, წაგებულ თამაშში შევიდა და „ქართული ოცნების“ კანდიდატს, კახა კალაძეს ვერ დაამარცხებს.
„მელია მაინც აიძულეს, კანდიდატი ყოფილიყო. მისი დამარცხება საბოლოოდ გაფორმდება. ჯერ ათქმევინეს, რომ ვერ დაიჭერდენ, დაიჭირეს, ციხეში ჩასვეს, შემდეგ ათქმევინეს, რომ არ გამოვიდოდა, მერე გირაოზე უარი ათქმევინეს, ბოლოს გირაოს დათანხმდა, გამოვიდა… გახსოვთ, ამბობდა, რომ არ უნდოდა, ყოფილიყო მერობის კანდიდატი. მგონია, რომ გიჟი უკრაინიდან აიძულებს ამათ, რომ ჩართულნი იყვნენ პოლიტიკაში. მელიამ იცის, რომ წაგებულ ომში, წაგებულ თამაშში შევიდა,” – განაცხადა ზარქუამ.
„ნაციონალური მოძრაობა“, რამდენიმე პარტიასთან ერთად, თბილისის მერობის კანდიდატად ნიკა მელიას დაასახელებს. „ქართულმა ოცნებამ“ კი თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა.