აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობას დადებითად აფასებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობას დადებითად აფასებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საბანკო სექტორი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია. მეზობელი ქვეყნების წინაშე მდგარი რეგიონული და გლობალური სირთულეების მიუხედავად, საქართველოს საბანკო სექტორი კარგად რეგულირებული და კაპიტალიზებულია.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდი, საკრედიტო სარეიტინგო კომპანიები და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები პოზიტიურად აფასებენ სებ-ის მაკროეკონომიკურ ჩარჩოსა და ინფლაციის თარგეთირების რეჟიმს. 2021 წლის მარტში სებ-მა საერთაშორისო გამოცემა Central Banking-ის „გამჭვირვალობის ჯილდო” მიიღო. ამით ხაზი გაესვა სებ-ის მონეტარული პოლიტიკის გაუმჯობესებულ კომუნიკაციას, ფინანსურ სტაბილურობას, მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და ფინანსურ განათლებას. ამავე გამოცემამ სებ-ი 2020 წლის „რისკების მენეჯერის ჯილდოს” კანდიდატად დაასახელა. გამოცემამ Global Finance სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე 2020 წელს უკვე მესამედ დაასახელა საუკეთესო ცენტრალურ ბანკირად“, – აღნიშნულია ანგარიშში.