უკრაინელი სამხედროები Agile Spirit 2021-ში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში გემით ჩამოვიდნენ

მრავალეროვნულ სწავლებაში – Agile Spirit 2021 მონაწილე უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები საზღვაო გზით საქართველოში სრული შემადგენლობით ჩამოვიდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილი სადესანტო ხომალდი  – „იური ოლეფირენკო“ და საპატრულო კატარღა „სტარობილსკი“ დილით ფოთის ნავსადგურში შემოვიდა. უკრაინელი სამხედროების ტრანსპორტირებას თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზასა და ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე უზრუნველყოფს. საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას – Agile Spirit 2021 26 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს.
წვრთნები სენაკში, მე-2 ქვეით ბრიგადაში, საველე ბანაკ სორტაში, ორფოლოს პოლიგონზე, ასევე, ვაზიანში, მე-4 მექანიზებული ბრიგადის პოლიგონსა და ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე გაიმართება, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები