ზაალ ანჯაფარიძე – ნიკა მელიაზე: ურცხვად ატყუებდა საზოგადოებას, რომ არ აპირებდა თბილისის მერობაზე კანდიდატურის დაყენებას, “გირაოს არ გადავიხდიო, ვერ დამიჭერთო” – ყველა შემთხვევაში აღმოჩნდა ბანალური ცრუპენტელა

,,ნიკანორ მელია ,,მოწყალედ” დათანხმდა თბილისის მერად კენჭისყრას. თუმცა, ყველა კარგად ვხვდებით, რომ უბრალოდ კიევიდან მიღებულ ბრძანებას დაემორჩილა,“ – ამის შესახებ ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ნიკა მელია ყველა შემთხვევაში აღმოჩნდა ბანალური ცრუპენტელა.

,,ნიკანორ (ლანსელოტ) მელია “მოწყალედ” დათანხმდა თბილისის მერად კენჭისყრას. თუმცა, ყველა კარგად ვხვდებით, რომ უბრალოდ კიევიდან მიღებულ ბრძანებას დაემორჩილა. ცოტა ხნის წინ ის ურცხვად ატყუებდა საზოგადოებას, მათ შორის, საკუთარ პოტენციურ ამომრჩეველს, რომ არ აპირებდა თბილისის მერობაზე კანდიდატურის დაყენებას, მანამდე ირწმუნებოდა გირაოს არ გადავიხდიო და არავინ გადამიხადოსო, კიდევ უფრო ადრე ” ვერ დამიჭერთო.” მოკლედ, ყველა შემთხვევაში აღმოჩნდა ბანალური ცრუპენტელა. აი, ასეთი კანდიდატი ჰყავს “ნაცმოძრაობას” და მასთან მიტმასნილ “პარტიუკებს”, – წერს facebook-ზე ზაალ ანჯაფარიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები