ჯუანშერ ბურჭულაძე: ჩვენი ჯარის გაძლიერების პროცესში უმნიშვნელოვანესია სამთავრობო გუნდის მხარდაჭერა და განსაკუთრებულია ბატონი პრემიერმინისტრის წვლილი
“ჩვენი ჯარის გაძლიერების პროცესში უმნიშვნელოვანესია სამთავრობო გუნდის მხარდაჭერა და განსაკუთრებულია ბატონი პრემიერმინისტრის წვლილი”, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტროს სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრი იმედოვნებს, რომ, „თავდაცვის ძალების სამოქმედო გეგმა 2020-2030“-ის წარმატებით განხორციელების შედეგად, თავდაცვის ძალებს მოდერნიზებული და არსებითად გაძლიერებული იქნება.
„ჩვენი ჯარის გაძლიერების პროცესში უმნიშვნელოვანესია სამთავრობო გუნდის მხარდაჭერა და განსაკუთრებულია ბატონი პრემიერმინისტრის წვლილი. მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერს იმ მხარდაჭერისა და განსაკუთრებული ძალისხმევისთვის, რომელიც მან გასწია და აგრძელებს ჩვენი ჯარის გაძლიერებისა და მისი წარმატებული ტრანსფორმაციისთვის, ასევე, მთელს სახელისუფლებო გუნდს მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, „თავდაცვის ძალების სამოქმედო გეგმა 2020-2030“-ის წარმატებით განხორციელების შედეგად, ჩვენ მივიღებთ არსებითად გაძლიერებულ, სრულიად მოდერნიზებულ და თანამედროვედ აღჭურვილ თავდაცვის ძალებს“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.