გია ვოლსკი: ჯიმ რიშს ინფორმაციის დაუზუსტებლობა კარგი მხრიდან არ წარმოაჩენს
პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გია ვოლსკი „რესპუბლიკელი“ სენატორის, ჯიმ რიშის განცხადებას გამოეხმაურა.
„რასაკვირველია, უკან გადადგმული ნაბიჯია, როცა ოპოზიციური სპექტრი გადაწყვეტს, რომ თავის პოლიტიკურ მიზანს დესტრუქციით მიაღწიოს. რიშს ინფორმაციის დაუზუსტებლობა კარგი მხრიდან არ წარმოაჩენს, მხედველობაში მაქვს ის, რომ ოპოზიციური განწყობის მქონე მედიის მიერ დაქირავებული ექსპერტიც მიუთითებს, რომ კონკრეტული ოპერატორის გარდაცვალება არ არის კავშირში იმ ძალადობასთან, რაც სამწუხაროდ მოხდა. რაც შეეხება ჟურნალისტების მიმართ ძალადობას, ესეც მგონია, გარკვეული კონსპირაციის ნაწილი, რაც მიმართული იყო იმისკენ, რომ საზოგადოებას არასწორი წარმოდგენა შექმნოდა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე”, – განაცხადა ვოლსკიმ.
სენატორმა ჯიმ რიშმა ყურადღება გაამახვილა ჟურნალისტების ცემის ფაქტებზე, ასევე, განაცხადა, რომ რამდენიმე მოსამართლე უზენაეს სასამართლოში 19 აპრილის შეთანხმების საწინააღმდეგოდ დანიშნეს.