პაატა იმნაძე: აცრილი ადამიანები დაცულები არიან მძიმე მიმდინარეობისა და ლეტალური შედეგისგან
“აცრილი ადამიანები დღეს დაცულები არიან მძიმე მიმდინარეობისა და ლეტალური შედეგისგან”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ,,რუსთავი 2″-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ვაქცინების ლოდინი და უარი ვაქცინაციაზე დაღუპულთა რიცხვს ზრდის.
,,აცრილი ადამიანები დღეს დაცულები არიან მძიმე მიმდინარეობისა და ლეტალური გამოსავლისგან. ჯერ, სამწუხაროდ, ასეთი ძალიან ცოტაა ქვეყანაში. მაგალითად, გუშინწინ ძალიან გვიხაროდა, 12 ათასი ადამიანი რომ აიცრა, მაგრამ გუშინ 6 ათასი აიცრა. სისტემას შეუძლია, 12 ათასზე ორნახევარჯერ მეტის გატარება, ადგილები თავისუფალია, მაგრამ ბევრი ელოდება ბრენდულ ვაქცინას. ეს მოლოდინის რეჟიმი, როგორ ავხსნა, თუ მთელი ჩემი ოჯახი აცრილია ერთ-ერთი ჩინური ვაქცინით, მე ,,ასტრაზენეკათი” ვარ აცრილი, არიან ადამიანები, რომლებიც კიდევ ელოდებიან. დაიწყო უკვე ,,ფაიზერის” ეტაპობრივი შემოსვლა და მერე ვნახავთ, რამდენად გულწრფელები არიან, რომ ამბობენ, ამით ავიცრებიო და ამასობაში ადამიანები იღუპებიან,” – განაცხადა იმნაძემ.