იაგო ხვიჩია: ვახტანგ გომელაური საკანონმდებლო ორგანოში უნდა მივიდეს მაშინ, როცა პარლამენტი მისი მოსმენისთვის მზად იქნება

„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური საკანონმდებლო ორგანოში უნდა მივიდეს მაშინ, როცა პარლამენტი მისი მოსმენისთვის მზად იქნება.

ხვიჩიას თქმით, 5 ივლისის თემა შინაგან საქმეთა მინისტრისგან მკაფიო პასუხებს ითხოვს.

„პასუხების მიღების შესაძლებლობა უნდა იყოს და არა, კონცერტების დადგმა. ამ შემთხვევაში, ოპოზიციაზე ვსაუბრობ. ოპოზიციის დესტრუქციული ქცევის მიუხედავად, ამ სხდომის გაგრძელება შეიძლებოდა, მაგრამ მთავრობას არ უნდა მივცეთ საფუძველი, როცა მოუნდება, მისთვის არასასურველი სხდომა ჩაშალოს იმ მოტივით, რომ მანამდე დესტრუქცია შენ მოაწყვე“, – განუცხადა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები