ნონა გაფრინდაშვილი მესის საჩუქრის პასუხად მოოქროვილ ჭადრაკს გაუგზავნის

ნონა გაფრინდაშვილი ლიონელ მესის კოპა ამერიკაზე გამარჯვების აღსანიშნავად სამეფო ჭადრაკს ჩუქნის. ეს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავისთვის ჭადრაკის ლეგენდის საპასუხო საჩუქარია. 80 წლის იუბილეზე ნონა გაფრინდაშვილს ლიონელ მესიმ ბარსელონას მაისური გამოუგზავნა.

“სიმბოლური საჩუქარია იმიტომ, რომ ამას ნონა გაფრინდაშვილი კი არ ჩუქნის მარტო, მთელი საქართველოს საჩუქარი გამოდის”, – აღნიშნა გაფრინდაშვილმა.

მოოქროვილი ფიგურებით სამეფო ჭადრაკი “ზარაფხანაში” დამზადდა და მისი პრეზენტაცია ვერის ბაღში ჭადრაკის საერთაშორისო დღეს, გუშინ გაიმართა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები