ლევან იოსელიანი: შეთანხმებას მიშელი ვერ გადაარჩენს, ყველამ, ოპოზიციამ და „ქართულმა ოცნებამ” უნდა გადაარჩინონ

“შეთანხმება ყველას მიერ არის გადასარჩენი, როგორც ოპოზიციის, ასევე, „ქართული ოცნების” მიერ, მას შარლ მიშელი ვერ გადაარჩენს”, – ასე გამოეხმაურა „მოქალაქეების” წევრი, ლევან იოსელიანი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტს.

მისი თქმით, შარლ მიშელის გზავნილები ძირითადად სასამართლოს ნაწილს ეხებოდა.

„მიშელის გზავნილები შეხვედრის მერე ეხებოდა სასამართლოს და მან ცალსახად თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება გულისხმობს დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობას. ეს შეთანხმება, რომელიც მაგიდაზე დევს, ყველას მიერ არის გადასარჩენი, როგორც ოპოზიციის ასევე „ქართული ოცნების“ მიერ, მას შარლ მიშელი ვერ გადაარჩენს, ჩვენი შესასრულებელია ორივე მხარის“, – განაცხადა იოსელიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები