რომან გოცირიძე: ყოველთვის ვაცხადებდით, რომ მზად ვართ შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოსაწერად, გარდა ერთადერთი შემთხვევისა – თუკი არ იქნება ამნისტია ამ ფორმით მიღებული

“ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით, რომ მზად ვართ ამ დოკუმენტის ხელმოსაწერად, გარდა ერთადერთი შემთხვევისა – თუკი არ იქნება ამნისტია ამ ფორმით მიღებული”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, რომან გოცირიძემ შარლ მიშელის დოკუმენტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამნისტიით გათვალისწინებულია იმ ადამიანების გათავისუფლება, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული 2 წლის წინ, 20 ივნისს, რომელმაც დაასახიჩრეს ახალგაზრდები რუსთაველის პროსპექტზე, რაც მიუღებელია.

“ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით, რომ მზად ვართ ამ დოკუმენტის ხელმოსაწერად, გარდა ერთადერთი შემთხვევისა – თუკი არ იქნება ამნისტია ამ ფორმით მიღებული, ვინაიდან დაუსჯელობის სინდრომი ბადებს ახალ დანაშაულს. ამ ამნისტიით გათვალისწინებულია იმ ადამიანების გათავისუფლება, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული 2 წლის წინ, 20 ივნისს, რომელმაც დაასახიჩრეს ახალგაზრდები რუსთაველის პროსპექტზე”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები