შარლ მიშელი: დეკემბერში გვექნება შემდეგი სამიტი ბრიუსელში და თქვენ ყველას გპირდებით, რომ ევროკავშირი დარჩება ძლიერ და სანდრო პარტნიორად
“ევროკავშირი თქვენთანაა, სრულ სოლიდარობას გიცხადებთ, გპირდებით, რომ ევროკავშირი ძლიერ და სანდო პარტნიორად დარჩება”, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე – „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას საერთო დღის წესრიგი და გამოწვევები აქვთ.
„2009 წელს პრაღის სამიტზე გადავწყვიტეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის შექმნა და დღეს, 12 წლისთავზე ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორობა უკვე რეალობად იქცა და სარგებელს აძლევს ყველა ამ ქვეყნის მოქალაქეს. ჩვენ გვაქვს საერთო დღის წესრიგი, ჩვენი საერთო მისწრაფებები და დეკემბერში ჩვენ გვექნება შემდეგი აღმოსავლეთი პარტნიორობის სამიტი ბრიუსელში და თქვენ ყველა გპირდებით, რომ ევროკავშირი დარჩება ძლიერ და სანდრო პარტნიორად თქვენი ქვეყნებისთვის. იმედი გვაქვს, ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებთ.
ევროკავშირი თქვენთანაა, სრულ სოლიდარობას გიცხადებთ! აქ ჩვენ ვგულისხმობთ იმ გამოწვევებს, რომელიც ჩვენი საერთო მიზნისკენ გვინათებს გზას“, – განაცხადა შარლ მიშელმა.