“მე შარლ მიშელს ვუთხარი, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად მოწადინებულები და მოტივირებულები, რომ გავაგრძელებთ და ვაკეთებთ მართლმსაჯულების რეფორმას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორ მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შარლ მიშელთან საუბარი შეეხო ასევე საარჩევნო რეფორმას.
„მე მქონდა საუბარი პრეზიდენტ მიშელთან საარჩევნო რეფორმასთან დაკავშრებით.
მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ თითქმის სრულყოფილი საარჩევნო რეფორმა შევიმუშავეთ. ასევე გვქონდა ჩართულობა ოპოზიციასთან.
ასევე მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად მოწადინებული და მოტივირებული, რომ გავაგრძელებთ და ვაკეთებთ მართლმსაჯულების რეფორმას. მე მას ვუთხარი, რომ წლების განმავლობაში ჩვენ უკვე ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ სასამართლოში, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი, ჩვენ ვაკეთებთ უფრო მეტს და ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.