დავით ზალკალიანი: კონფერენციაზე დღევანდელი დისკუსია მიმართული იქნება იქითკენ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესების დაჩქარების მიმართულებით

“ჩვენი დღევანდელი დისკუსია იქნება მიმართული სწორედ იქითკენ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესების დაჩქარების მიმართულებით”, – ამის შესახებ საქართველოს ვიცეპრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, კონფერენციის ფარგლებში, ხელი მოეწერება ასოცირებულ პარტნიორ წევრ ქვეყნებს შორის ერთობლივ დეკლარაციას, რაც კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს, რომ აუცილებელია, აღმოსავლეთ პარტნიორის რეგიონის ქვეყნებს შორის გამონახული იყოს ახლებური მიდგომები შექმნილი გეოპოლიტიკური გამოწვევებიდან გამომდინარე.

„წლევანდელი წელი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ წლის ბოლოს გაიმართება „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი“. სწორედ აღმოსავლეთ პარტნიორობის მზადების თვალსაზრისითაც უნდა გავნიხილოთ წლევანდელი კონფერნეცია. კონფერენციის ფარგლებში ხელი მოეწერება ასოცირებულ პარტნიორ წევრ ქვეყნებს შორის ერთობლივ დეკლარაციას, რაც კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს, რომ აუცილებელია, აღმოსავლეთ პარტნიორ რეგიონის ქვეყნებს შორის იყოს გამონახული ახლებური მიდგომები, სწორედ იმ გეოპოლიტიკური გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც შეიქმნა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ბათუმში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება.

შარლ მიშელი საქართველოს 18 ივლისს ეწვია. დღეს ის ბათუმის მე-17 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციის ცენტრალური საკითხი ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაღრმავებული თანამშრომლობა იქნება, რომლებმაც, ცოტა ხნის წინ, ასოცირებული სამეულის ფორმატი შექმნეს.

გარდა საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრისა, ის ბათუმში მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მაია სანდუსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისაც შეხვდება.

ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციის პანელის წევრები ფიზიკურად დაესწრებიან, ხოლო აუდიტორია ვირტუალურად შეძლებს ღონისძიებაში მონაწილეობას. კონფერენციის მონაწილეთა სია იხილეთ ამ ბმულზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები