“აშშ-ში პრემიერმინისტრის ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა, ცალკეული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, პრემიერის დაგეგმილი ვიზიტი აშშ-ში ჩაიშალა, წარმოადგენს სიცრუესა და მიზანმიმართულ დეზინფორმაციას”, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში აცხადებენ.
მათივე ცნობით, პრემიერმინისტრის ვიზიტების შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური წინასწარ ავრცელებს და სრული სპეკულაციაა იმის მტკიცება, თითქოს, პრემიერის დაგეგმილი ვიზიტი აშშ-ში ჩაიშალა.
„გვსურს, განვმარტოთ, რომ აშშ-ში პრემიერმინისტრის ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა. ცალკეული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს სიცრუესა და მიზანმიმართულ დეზინფორმაციას. პრემიერმინისტრის ვიზიტების შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური წინასწარ ავრცელებს. ამ შემთხვევაში კი, მსგავსი რამ არ ყოფილა, შესაბამისად, სრული სპეკულაციაა იმის მტკიცება, თითქოს, პრემიერის დაგეგმილი ვიზიტი აშშ-ში, ჩაიშალა“, – აღნიშნავენ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.