სალომე ზურაბიშვილი: საქართველოში მეტი ევროკავშირი ძლიერი გზავნილია ჩვენი წინსვლისა და განვითარებისათვის

“საქართველოში მეტი ევროკავშირი ძლიერი გზავნილია ჩვენი წინსვლისა და განვითარებისათვის”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრასთან დაკავშირებით ,,ტვიტერში” წერს.

პრეზიდენტი შარლ მიშელს ვიზიტისთვის მადლობას უხდის.

„დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული მომავლისთვის. მადლობა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს ამაში მონაწილეობისთვის. საქართველოში მეტი ევროკავშირი ძლიერი გზავნილია ჩვენი წინსვლისა და განვითარებისათვის. გზავნილი, რომელიც ყველა გამოწვევის მიუხედავად უცვლელია“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები