საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დღეს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ მიიღებს მონაწილეობას, რომლის ფარგლებშიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებული ქვეყნების ლიდერთა შეხვედრა გაიმართება.
გარდა ამისა, დაგეგმილია შეხვედრები როგორც მმართველი გუნდის, ისე – ოპოზიციის წარმომადგენლებთან.
შარლ მიშელი საქართველოში პრეზიდენტის მოწვევით გუშინ ჩამოვიდა.