“შეისწავლე ფსიქოთერაპია და ფსიქოკონსულტირება ჩვენთან” – გეშტალტ ცენტრი საშემოდგომო მიღებას აცხადებს
საქართველოს ეროვნული გეშტალტ ცენტრი 2021 წლის საშემოდგომო მიღებას აცხადებს. საქართველო- კავკასიის მასშტაბით ერთადერთ, ევროპაში – EAGT აკრედიტებულ
გეშტალტთერაპიის ინსტიტუტში ფსიქოთერაპიისა და ფსიქოკონსულტირების შესწავლას შეძლებთ.
“2021 წლის საშემოდგომო მიღება.
შეისწავლე ფსიქოთერაპია და ფსიქოკონსულტირება ჩვენთან!
საქართველო-კავკასიის მასშტაბით ერთადერთ, ევროპაში – EAGT აკრედიტებულ
გეშტალტთერაპიის ინსტიტუტში.
ჩვენი ინსტიტუტის ევროპული ცენზი დიპლომის საერთაშორისო აღიარებას გულისხმობს.
მხოლოდ ჩვენი დიპლომია გათანაბრებული ინდივიდუალურ – EAGT აკრედიტაციასთან.
ჩვენი კურსდამთავრებულები არიან საერთაშორისო ცენზის მფლობელი პროფესიონალები, რომლებიც წარმატებით მუშაობენ საქართველოში, ევროპასა და აშშ-ში; სამედიცინო და მენტალური ჯანმრთელობის სფეროში, ბიზნესში, საწარმოო ორგანიზაციებში, საგანმანათლებლო სისტემაში: საბავშვო ბაღებში, სკოლებსა და საუნივერსიტეტო სივრცეში.
საქართველოს ეროვნულ გეშტალტ ინსტიტუტში დიპლომის დაცვა ხორციელდება 4 წელიწადში EAGT სტანდარტით დადგენილ უმოკლეს ვადაში.
სწავლა მიმდინარეობს ქართულ ენაზე, გეშტალტთერაპიის ორიგინალური ქართულენოვანი სახელმძღვანელოებით, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამას უძღვებიან ევროპელი წამყვანი სპეციალისტები
ინსტიტუტის სასწავლო პროგრამის მრჩველია დოქტორი, პროფესორი, EAGT – ტრენინგ სტანდარტების კომიტეტის თავმჯდომარე, ნურით ლევაი.
სასწავლო პროგრამას უძღვებიან მხოლოდ EAGT, EAP, აკრედიტებული სპეციალისტები.
სწავლის დაწყებიდან 2 წლის შემდეგ, ინსტიტუტი თავის ბაზაზე უზრუნველყოფს სტუდენტთა კლინიკურ პრაქტიკას.
წარმატებული კურსდამთავრებულები საქმდებიან ინსტიტუტთან არსებულ ცენტრში;
სარგებლობენ ხელშეწყობით დასაქმების სფეროში;
სტუდენტები გადიან პროფესორ-ასისტენტის პრაქტიკას საუნივერსიტეტო სივრცეში;
ეძლევათ შესაძლებლობა, ჩაერთონ ევროპის გეშტალტ ინსტიტუტებთან გაცვლით პროგრამებში.
პროგრამის განრიგი იძლევა სწავლისა და მუშაობის შეთავსების საშუალებას.
სწავლის განრიგი:
I კურსი: ჯგუფური ფსიქოთერაპია (200 სთ). ტრენინგი – თვეში 1 შაბათ-კვირა (16 სთ.); ინდივიდუალური თერაპია – წლის განმავლობაში განაწილებული 50 სთ.
II-III კურსები: თეორია და მეთოდოლოგია (600 სთ). თვე-ნახევარში ერთი, 5-დღიანი ტრენინგი (40 სთ) შაბათ-კვირის გამოყენებით;
III – IV კურსი – ფსიქოთერაპიული პრაქტიკა. მუშაობა სუპერვაიზორებთან თანამშრომლობით;
IV კურსი – სადიპლომო შრომის მომზადება და დაცვა.
სწავლის დაწყებიდან 2 წლის შემდეგ, პროგრამის მონაწილეები იწყებენ მუშაობას.
მათ ენიჭებათ სუპერვიზირებული გეშტალტ პრაქტიკოსის სტატუსი.
აღნიშნული სტატუსი/სერთიფიკატი გეშტალტ პრაქტიკოსს აძლევს საშუალებას, დაიწყოს მუშაობა, განახორციელოს ფსიქო-კონსულტირება, ფსიქოთერაპია ევროპაში აკრედიტებულ სუპერვიზორებთან თანამშრომლობით. სწავლის 1 წლის საფასურია 2000 ევროს ექვივალენტი ლარში (გადახდა შესაძლებელია კვარტალურად);
ისინი, ვისაც არ აქვს ფსიქოლოგიაში საბაზისო აკადემიური განათლება, გადიან სპეციალურ მოსამზადებელ კურსს, რომელიც აღიარებულია EAGT-ის მიერ;
ჯგუფის შემადგენლობა ლიმიტირებულია (18 წევრი);
კურსზე დაშვების წინაპირობაა ინტერვიუს გავლა.
სწავლა იწყება 2 ოქტომბერს.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:
http://bit.ly/2uhXbj8
მის: პაოლო იაშვილის 22 (ლ.ასათიანის ქუჩის კვეთაზე, სოლოლაკში)
ოფისის ტელ: (+995 032) 292 03 36;
მობ: 598 115 515; 599 556 146;”