ბათუმის საერთაშორისო აეროპორტთან, სადაც შარლ მიშელს ელოდებიან, მედიის წარმომადგენლები ლექსო ლაშქარავას ფოტოებით მივიდნენ
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტთან, სადაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს ელოდებიან, მედიის წარმომადგენლები გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტოებით მივიდნენ.
მათი მოთხოვნაა, დაისაჯონ 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენებისას ჟურნალისტებზე მოძალადე პირები და ასევე, ორგანიზატორები.