გიორგი ვოლსკი: ვის აწყობდა ეს ყველაფერი, მაგალითად, ევროკავშირის დროშის დახევა, ეს აწყობდა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც საქართველოში დესტაბილიზაცია უნდა და ეს “ნაცმოძრაობაა”
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, შესაძლოა, 5-6 ივლისის მოვლენების უკან გარკვეული შეთქმულება იყოს.
მისი თქმით, ეს აწყობდა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც საქართველოში დესტაბილიზაცია უნდა და ეს “ნაციონალური მოძრაობაა”.
“ფაქტია, რომ ჟურნალისტებს სასტიკად გაუსწორდნენ, რაც არც სამართლებრივ და არც მორალურ კოდექსში, არ წერია. მაგრამ, პრემიერმა თქვა, რომ ამის უკან შეიძლება გარკვეული შეთქმულება იყოს, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ უნდა ამოქმედებულიყო. მე ვფიქრობ, რომ არ არის აუცილებელი მთელი ლგბტ პრაიდი იყოს ამაში ჩართული, ან მთელი ის მასა, რომელმაც იძალადა. პირველ რიგში, უნდა ვიკითხოთ, თუ ვის აწყობდა ეს ყველაფერი, მაგალითად ევროკავშირის დროშის დახევა. ჩემი აზრით, ეს აწყობდა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც საქართველოში დესტაბილიზაცია უნდა და ეს “ნაციონალური მოძრაობაა”, – განაცხადა ვოლსკიმ.