თენგიზ ცერცვაძე საქართველოში “ინდური შტამის” გავრცელებას პროგნოზირებს – “ეს ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე დააყენებს სახელმწიფოს და ჯანდაცვის სექტორს”

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში ე.წ. ინდური შტამით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდაა მოსალოდნელი.

მისივე თქმით, ეს სახელმწიფოს და, პირველ ყოვლისა, ჯანდაცვის სექტორს სერიოზული გამოწვევის წინაშე აყენებს.

“ინდური შტამის გავრცელება,, არის, დაახლოებით, 25 პროცენტი და მისი გავრცელება მატულობს. ასეთი სცენარი იყო ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ბოლოს “ინდური შტამი,, იყო დომინანტი. დიდი ალბათობით, ჩვენ ამაზე გავლენას ვერ მოვახდენთ, დადგება რაღაც მომენტი, როცა საქართველოში ძირითადად გავრცელებული იქნება “ინდური შტამი”. “ინდური შტამი” ბევრი რამით განსხვავდება სხვა შტამებისგან, ის 50 პროცენტით უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე – “ბრიტანული შტამი”, რომელიც, თავის მხრივ, 50 პროცენტით უფრო მეტად გადამდები იყო, ვიდრე სტანდარტული “ჩინური შტამი”. გარდა ამისა, მისი კლინიკური სურათი განსხვავდება. მას ნაკლებად ახასიათებს ხველა, ყნოსვისა და გემოვნების დაკარგვა, სამაგიეროდ, გაცილებით უფრო ხშირად ახასიათებს ყელის ტკივილი, სურდო, თავის ტკივილი და ცხელება. გარდა ამისა, ის გაცილებით უფრო მეტად აზიანებს ბავშვებს, მათ შორის, მცირეწლოვან ბავშვებს, ვიდრე ამას სხვა შტამები აკეთებდა. ამას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ჯანდაცვის სექტორი და უნდა მიაქციონ მშობლებმაც, მოსახლეობამ. “ინდური შტამი” იძლევა გაცილებით უფრო მძიმე მიმდინარეობას დაავადების, უფრო მძიმე გამოსვლებით, მხედველობაში მაქვს გარდაცვალების შემთხვევები და დაახლოებით ორჯერ უფრო გაზრდილი ჰოსპიტალიზაცია. ყველაფერი ეს ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე აყენებს სახელმწიფოს და, პირველ ყოვლისა, ჯანდაცვის სექტორს”, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები