“საუკუნის წარღვნა” – გერმანიაში დაღუპულთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა

გერმანიის დასავლეთით გადაუღებელი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 42-მდეა გაზრდილი.

Bild-ის ინფორმაციით, მათგან 18 გარდაიცვალა ყველაზე დაზარალებულ რაიონში – არვაილერში, 15 – ეუსკირხენში, კიოლნის სამხრეთით.

ამჟამად, დაშავებულია 15 პირი, თუმცა, ათობით ადამიანი ისევ დაკარგულად ითვლება.

როგორც რაინლანდ-პფალცის მიწის შს მინისტრმა, როჯერ ლევენცმა განაცხადა, 50-დან 70-მდე პირი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება. მისი განმარტებით, ამჟამად უცნობია, იმყოფებოდნენ თუ არა ეს ადამიანები სტიქიური უბედურების ზონაში, თუ შესაძლოა, შვებულებაში არიან. სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

მოსახლეობის დასახმარებლად ბუნდესვერის რამდენიმე ასეული ჯარისკაცია გაგზავნილი.

სტიქიური უბედურების ზონაში, სულ მცირე, 200 ათასი ანონენტია ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი, რეგიონში ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიისა და რაინლანდ-პფალცისრეგიონში კი რკინიგზის მუშაობაა შეჩერებული.

ზოგიერთ ქალაქის სამაშველო სამსახურმა სტიქიას უკვე უწოდა “საუკუნის წარღვნა”.

წყალდიდობის შედეგად დაზარალდნენ  ბელგია და ნიდერლანდები, ასევე, საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდინარეებზე წყლის დონეა მომატებული.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა სამძიმარი გამოუცხადა სტიქიით დაზარალებულებს და ევროკავშირის მზადყოფნა დაადასტურა, გააქტიუროს სამოქალაქო დაცვის მექანიზმი ყველა დაზარალებული ქვეყნის დასახმარებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები