ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების კომიტეტი აფრთხილებს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ სავარაუდოა კორონავირუსის ახალი, უფრო საშიში შტამების გავრცელება.
ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა ჟენევაში ბრიფინგზე განაცხადა, კომიტეტის მერვე სხდომის დასრულების შემდეგ.
”კომიტეტმა გაგვაფრთხილა კოვიდ19-ის ახალი და შესაძლოა, უფრო საშიში ვარიანტების გაჩენის შესახებ, რომელთა კონტროლი, ალბათ, კიდევ უფრო რთული იქნება”, – თქვა მან.