არჩილ თალაკვაძე: პრემიერმა და ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთეს გახელაძის გათავისუფლებისთვის – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად აღდგება
ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძე საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობიდან ზაზა გახელაძის გათავისუფლებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ზაზა გახელაძე თავისუფალია და საკუთარ ოჯახს დაუბრუნდა!
საქართველოს პრემიერმინისტრმა და ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთეს მისი გათავისუფლებისთვის.
განსაკუთრებული მადლობა კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს, ვისი დამსახურებაც უდიდესია.
მადლობა მინდა, ვუთხრა ზაზა გახელაძის ოჯახს, მეუღლეს, შვილებსა და მშობლებს! მათთან შეხვედრამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ უსაზღვრო სიყვარულსა და თავდადებას ვერაფერი აღუდგება წინ!
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად აღდგება და ჩვენ ერთმანეთს დავიბრუნებთ!”, – წერს თალაკვაძე.