საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობიდან ზაზა გახელაძის გათავისუფლებას ეხმაურება.
„კარგია, რომ ზაზა გახელაძე ოჯახს უბრუნდება. უკანონო დაკავებები დაუშვებელია. მოხარული ვარ, რომ ევროკავშირმა საქართველოში სადამკვირვებლო მისიით ხელი შეუწყო ამ პოზიტიურ შედეგს, ცხელი ხაზისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების საშუალებით“, – ნათქვამია კარლ ჰარცელის განცხადებაში.
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე უკანონო პატიმრობიდან გუშინ გათავისუფლდა.